ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებს „ვეტერანის დღესთან“ დაკავშირებით სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებს „ვეტერანის დღესთან“ დაკავშირებით სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან, ზვიად მხეიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე- ასლან საგანელიძესთან და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, ამბროლაურში მცხოვრებ ვეტერანებს ,,ვეტერანის დღე" მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

1995 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც შემდგომში ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებს, მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში, ფულადი დახმარება გადაეცათ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!