ანონსი  18 ოქტომბერი

18 ოქტომბერს, 09:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში”, აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, რომელიც საჯარო შესყიდვების თემატიკას. ეძღვნება ღონისძიებას დაესწრებიან დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე, ასევე აზიის განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წამყვანი ექსპერტები.

18 ოქტომბერს, 10:00 საათზე, იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციულ ოფისში იურიდიული დახმარების სამსახურის პირველი მობილური საკონსულტაციო ცენტრის წარდგენა გაიმართება, რომელიც გერმანიისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიხსნა.

ღონისძიებას დაესწრებიან: გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი, UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში ანნა ჩერნიშოვა, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია.

მის: დავით აღმაშენებლის გამზ. #140ა

18 ოქტომბერს, 10:30 საათზე, პარლამენტისდარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი

(C კორპუსი, III სართული)

18 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის მომზადებული სისტემატური დიაგნოსტიკური კვლევის (SCD) ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება.

მის: პირველი რესპუბლიკის მოედანი 1

18 ოქტომბერს, 11:10 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის შეხვედრა გაიმართება რუმინეთის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებთან.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი

(A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

18 ოქტომბერს, 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

18 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

18 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა საზოგადოებას ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებას გააცნობს.

მის: საქართველოს ეროვნული ბანკი

18 ოქტომბერს, 12:15 საათზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა გაიმართება რუმინეთის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებთან.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი

(A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო