გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საბჭოს სხდომაზე საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის აღნიშვნის საკითხი განიხილეს

უზბეკეთში მიმდინარე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე, სხვადასხვა საკითხებთან ერთად 2024 წელს, საქართველოში დაგეგმილი მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნი ღონისძიება განიხილეს, რომელსაც ტურიზმის ორგანიზაციების ხელმძღვანელები დაესწრებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოში მასშტაბური ღონისძიების ჩატარებას ევროპის კომისიის 38-მა ქვეყანამ ერთხმად დაუჭირა მხარი.

საბჭოს სხდომაზე 2024-25 წლების გეგმები, UNWTO-ის რეგიონული და თემატური ოფისების შექმნა, მდგრადი ტურიზმის განვითარების ინიციატივები და სხვა საკითხები განიხილეს.

სამარყანდში მიმდინარე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის შეხვედრებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული მონაწილეობენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება