ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვეტერანებს, სიტყვით მიმართეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ; საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ ვეტერანებისადმი პატრიარქის მილოცვა წაიკითხა.

„17 ოქტომბერი ვეტერანის დღეა! ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სასულიერო პირებთან ერთად, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული ელჩები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სამსახურის პარტნიორი ორგანიზაციები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები და ამპუტანტი ფეხბურთელები ესწრებოდნენ.

პრემიერ-მინისტრს, აფხაზეთისა და 2008 წლის ომის ვეტერანის - ზურაბ ჟღენტის შვილებმა - მხატვრებმა ანა და მარიამ ჟღენტებმა, საჩუქრად თავიანთი ნახატი გადასცეს.

მოგვიანებით, კობა კობალაძემ, თანამშრომლებთან და ვეტერანებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო.

საქართველოში, ვეტერანის დღე, 2014 წელს დაარსდა და წელს მეცხრედ აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ", რაც შემდგომში, ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა. დღეისათვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ერთიან ბაზაში, ვეტერანის სტატუსის მატარებელი 70 000-მდე პირია რეგისტრირებული. მათ შორის არიან მეორე მსოფლიო ომის, 1992-93 წლების აფხაზეთსა და სამაჩაბლოს საომარი მოქმედებების მონაწილეები, 2008 წლის აგვისტოს ომის და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების (ავღანეთი, უნგრეთის) მონაწილეები.

დღეს, სამსახურის ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ვეტერანთაგან ყველაზე მხცოვანი, ზესტაფონის მკვიდრი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, 105 წლის ალექსანდრე ბისკივაძეა. ვეტერანის დღესთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები იმართება, რომელშიც სახელმწიფო და კერძო სექტორი აქტიურად არის ჩართული“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება