ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის მიერ შორი მანძილის ATACMS-ის რაკეტების მიღებას და გამოყენებას ადასტურებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის მიერ შორი მანძილის ATACMS რაკეტების მიღებას და გამოყენებას ადასტურებს. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“მადლობა ყველას, ვინც უკრაინისთვის ომობს და მუშაობს! მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება! და განსაკუთრებული მადლობა შეერთებულ შტატებს. პრეზიდენტ ბაიდენთან ჩვენი შეთანხმებები სრულდება. ძალიან ზუსტად სრულდება - ATACMS-ებმა საკუთარი თავი აჩვენეს”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, აქამდე ამერიკულმა გამოცემა The Wall Street Journal-მა აღნიშნა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-მა უკრაინაში ATACMS შორი მანძილის რაკეტები “მცირე რაოდენობა” საიდუმლოდ გააგზავნა და უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე გამოიყენეს ისინი ოკუპირებულ ლუგანსკსა და ბერდიანსკში რუსეთის აეროდრომებზე დარტყმებისთვის.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!