პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო - ღაზაში, ჰოსპიტლის დაბომბვის შედეგად, 300-მდე ადამიანი დაიღუპა

პალესტინის ჰოსპიტლის დაბომბვის შედეგად 200-დან 300-მდე ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ განცხადებას პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ქალაქ ღაზაში ალ-აჰლის არაბული ჰოსპიტლის დაბომბვის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, 200-დან 300-მდე ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ბევრი ჯერ კიდევ ნანგრევებში რჩება.

მანამდე, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ათობით გარდაცვლილის შესახებ ავრცელებდა ინფორმაციას.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის დანიელ ჰაგარის თქმით, ისრაელი ჰოსპიტლის დაბომბვას იძიებს.

მან აღნიშნა, რომ ახლა გაურკვეველია ჰოსპიტალი ისრაელის საჰაერო ძალების თუ „ჰამასის“ წარუმატებელი დარტყმის შედეგად დაიბომბა.

“ბევრი ავიადარტყმაა, ბევრი წარუმატებელი რაკეტაა, და „ჰამასის“ მიერ გავრცელებული ბევრი ცრუ ცნობა”, - განაცხადა ჰაგარიმ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!