კობა კობალაძემ მხატვარი ბავშვები და პროექტის - „მადლობა თავდადებისთვის“ მონაწილე სტუდენტები დააჯილდოვა

ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საზეიმო მიღებაზე, ვეტერანების შვილების და შვილიშვილების ნახატების გამოფენა, გაიმართა. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნახატების ავტორებს, პრემიერ-მინისტრი შეხვდა და მათ წარმატებები უსურვა. მთავრობის მეთაურს, აფხაზეთისა და 2008 წლის ომის ვეტერანის, ზურაბ ჟღენტის შვილებმა, მხატვრებმა ანა და მარიამ ჟღენტებმა, საჩუქრად თავიანთი ნახატი გადასცეს.

ღონისძიებაზე, ასევე, მოწვეულნი იყვნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პროექტის - "მადლობა თავდადებისთვის" მონაწილე საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების - ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ა.წერეთლის სახელობის, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები.

„სტუდენტებმა პროექტის ფარგლებში, მოამზადეს ვიდეო-სიუჟეტები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ვეტერანებზე.

ღონისძიების დასასრულს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, მხატვარ ბავშვებს, პროექტის, - "მადლობა თავდადებისთვის" მონაწილე სტუდენტებს, მათ ხელმძღვანელებს გულითადი მადლობა გადაუხადა, სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება