8 თვეში, გემების მხრიდან შავი ზღვის დაბინძურების 11 ფაქტი გამოვლინდა - თითოეული 65 000 ლარით დაჯარიმდა

მიმდინარე წლის 8 თვეში, გემების მხრიდან შავი ზღვის დაბინძურების 11 ფაქტი გამოვლინდა - თითოეული 65 000 ლარით დაჯარიმდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველზე აცნობეს.

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, ზღვის დაბინძურების მიმართულებით, 184 გემი შემოწმდა, 164 შემთხვევაში კი დარღვევა არ გამოვლინდა.

დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ამავე პერიოდში, ასევე, სახომალდო დოკუმენტებში არასწორი ჩანაწერის 9 ფაქტი გამოვლინდა, რისთვისაც სამართალდამრღვევებს, თითოეულს 250 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.

„2023 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, ზღვის დაბინძურების მიმართულებით, 184 გემის შემოწმება განახორციელეს. ამავე პერიოდში, დეპარტამენტის მიერ გამოვლინდა გემებიდან შავი ზღვის დაბინძურების 11 ფაქტი, რაც თითოეულ ფაქტზე 65 000 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს,“ - აღნიშნულია მოწოდებულ ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის