კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, კომპანია „ელიტ ელექტრონიქსთან“ პირობითი ვალდებულების შეთანხმება გააფორმა

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, სს „ელიტ ელექტრონიქსთან“ პირობითი ვალდებულების შეთანხმება გააფორმა.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მომხმარებლის საკითხი ეხება - „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტს.

„სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა:

- შეცვალოს კომპანიის შიდა პოლიტიკა და კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს;

- მომხმარებელს ქართულ ენაზე - მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს კანონით განსაზღვრული ინფორმაცია;

- უზრუნველყოს საქონელზე გასაყიდი ფასის მკაფიო და გასაგები ფორმით მითითება;

- მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაცია განათავსოს სავაჭრო ვებგვერდზე www.ee.ge და ყველა იმ პლატფორმაზე, სადაც მოვაჭრე კომერციულ საქმიანობას ახორციელებს;

- ჩამოაყალიბოს კანონთან შესაბამისი მკაფიო საგარანტიო პირობები;

- შეიმუშაოს დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობები და მისი მომხმარებლისათვის გაცნობის წესი;

სააგენტოს გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების თანახმად, მოვაჭრეს განესაზღვრა 2 თვის ვადა - სავაჭრო პოლიტიკის გამოსასწორებლად და მომხმარებელთა სავარაუდოდ დარღვეული უფლებების აღსადგენად“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის ნოემბრიდან - 2023 წლის სექტემბრის ჩათვლით, სააგენტოში 401 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 227 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. აღნიშნულ პერიოდში სააგენტომ - მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 110 საქმეზე - 72 შეთანხმება გააფორმა. დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 27 დარღვევის ფაქტი - 41 საქმეზე, ხოლო 5 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 4 მოვაჭრეს, 15 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება