პაატა მანჯგალაძე - ჩემი პოზიციაა, იმპიჩმენტის საკითხის განხილვაში მონაწილეობა მივიღოთ და დავაფიქსიროთ, რა დიდი შეთქმულება მიმდინარეობს - დიდი ღალატია ჩაფიქრებული საქართველოს წინააღმდეგ

"სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მისი პარტია, ისევე, როგორც "ნაციონალური მოძრაობა" იმპიჩმენტთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს, რაც შეეხება განხილვას, მანჯგალაძე აცხადებს, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები ექნებათ, თუმცა მისი პოზიციაა, რომ განხილვაში მონაწილეობა უნდა მიიღონ.

"ჩვენ კენჭისყრაში მონაწილეობასთან დაკავშირებით პოზიცია არ გადაგვიხედავს და მასში მონაწილეობას არ მივიღებთ, არც "სტრატეგია აღმაშენებელი" და არც "ნაციონალური მოძრაობა“.

რაც შეეხება განხილვაში მონაწილეობას, ჩემი პოზიციაა, რომ განხილვაში მონაწილეობა უნდა მივიღოთ და დავაფიქსიროთ, რა დიდი შეთქმულება მიმდინარეობს საქართველოს ეროვნული ინტერესის წინააღმდეგ. საკითხი აქ არ წყდება - იმპიჩმენტს გამოაცხადებენ თუ არა, შეთქმულების დიდი სცენარი, დიდი ღალატია ჩაფიქრებული საქართველოს წინააღმდეგ და ხორციელდება "ქართული ოცნებისა" და რუსეთის მიერ", - განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება