„რიონჰესის“ დადგმული სიმძლავრე 3 მეგავატით გაიზარდა

სს „ეპ ჯორჯია გენერაციამ“ წარმატებით დაასრულა „რიონჰესის“ რეკონსტრუქციის შემდგომი ეტაპი. შეიცვალა და დამონტაჟდა სრულიად ახალი, ELPROM-ის წარმოების, №2 ძალოვანი ტრანსფორმატორი, რომელიც კომპანიამ ევროპიდან ჩამოიტანა. ინფორმაციას „ეპ ჯორჯია გენერაცია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „რიონჰესის“ რეაბილიტაციის ამ პროექტზე, რომელიც ახალი ტრანსფორმატორის გარდა, გენერატორის სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს, „ეპ ჯორჯია გენერაციამ“ 8 000 000 ლარამდე ინვესტიცია განახორციელა.

„საკმაოდ მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩავატარეთ. გარდა იმისა, რომ გაიზარდა ჰესის დადგმული სიმძლავრე, გაიზარდა მისი მუშაობის საიმედოობა და რაც მთავარია, ვცდილობთ ჰესი გავმართოთ ევროპული სტანდარტების შესაბამისად“ - განაცხადა „ეპ ჯორჯია გენერაციის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა ლევან საჩალელმა.

მისივე თქმით, „რიონჰესზე“ ახალი ტრანსფორმატორით შესაძლებელი იქნება, გენერატორის რეაბილიტაციის დროს, გაზრდილი სიმძლავრის გატარება.

„რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოები, კომპანიის მფლობელობაში არსებულ სხვა ჰესებზეც აქტიურად მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება