ანა წითლიძე - მნიშვნელოვანია, ოპოზიციიდან არცერთი ხმა არ ჰქონდეს იმპიჩმენტს - ჩვენ პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ,  დარბაზში არ ვიქნებით

მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციიდან არც ერთი ხმა არ ჰქონდეს იმპიჩმენტს - ჩვენ იმპიჩმენტში მონაწილეობას არ მივიღებთ, დარბაზში არ ვიქნებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციაში ერთსულოვნებაა იმასთან დაკავშირებით, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არავინ მიიღებს, თუმცა აზრთა სხვაობაა განხილვაში მონაწილეობის საკითხზე.

წითლიძის განცხადებით, ისინი არც განხილვას დაესწრებიან.

"მთელი ოპოზიციის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, ჩვენი გაცხადებული პოზიციაა და ამ პოზიციას ბოლომდე დავიცავთ, რომ არ მივიღებთ ამ იმპიჩმენტში მონაწილეობას, ხმას არ მივცემთ იმპიჩმენტს და არ ვიქნებით დარბაზში. აზრთა სხვაობა იყო ოპოზიციაში განხილვაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, იყო ოპოზიციურ პარტიებში იდეა, რომ განხილვაში მიგვეღო მონაწილეობა, შემდეგ კენჭისყრისას ყველას, ოპოზიციას ერთად დაგვეტოვებინა დარბაზი, ამაზე იყო აზრთა სხვაობა, თუმცა ყველა თანხმდებოდა იმაზე, რომ კენჭისყრაში არ მიგვეღო მონაწილეობა. სიმართლე გითხრათ, არ მგონია, მნიშვნელოვანი საკითხი განხილვაში ვინმე მიიღებს თუ არა მონაწილეობას. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ოპოზიციიდან არც ერთი ხმა არ უნდა ჰქონდეს იმპიჩმენტს. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ის არის და თავიდანვე იყო ასეთი, რომ განხილვაშიც არ მიგვეღო მონაწილეობა", - განაცხადა წითლიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება