ცესკო - საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების გაცნობის შესაძლებლობა ამომრჩევლებს შსს-ს მომსახურების სააგენტოებშიც აქვთ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ელექტრონული არჩევნების დანერგვასთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ფართომასშტაბიანი ინფორმირების კამპანია გრძელდება.

ცესკო-ს ცნობით, მოქალაქეები საარჩევნო ელექტრონული აპარატების მუშაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ფილიალებში ეცნობიან.

საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლები მომსახურების სააგენტოში სხვადასხვა მომსახურების მისაღებად მისულ მოქალაქეებს დეტალურად უხსნიან საარჩევნო ტექნოლოგიის მუშაობის პრინციპს და მის უპირატესობებს.

მოქალაქეები მონაწილეობას იღებენ იმიტირებულ კენჭისყრაში და პრაქტიკაში ეცნობიან ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების მუშაობას.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 17 ოქტომბერს მომსახურების სააგენტოს თბილისის ფილიალში ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერი ნათია იოსელიანი იმყოფებოდა.

ის უშუალოდ ჩაერთო მოქალაქეებისთვის იმ საარჩევნო ტექნოლოგიების გაცნობის პროცესში, რომლის გამოყენებითაც ჩატარდება 2024 წლის 26 ოქტომბერს პარლამენტის მორიგი არჩევნები.

„ინფორმირების კამპანიის ფარგლებში გვაქვს შესაძლებლობა ჩვენს მოქალაქეებს მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია საარჩევნო სიახლეებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების შესახებ. მიგვაჩნია, რომ არჩევნების მოდერნიზების პროცესში ამომრჩეველთა ინფორმირება უმნიშვნელოვანესია და მოხარულები ვართ, რომ მოქალაქეები აქტიურად ინტერესდებიან და ეცნობიან სიახლეებს“, - აღნიშნა ნათია იოსელიანმა.

მათივე ცნობით, საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით კამპანიას ახორციელებს, რომლის ფარგლებში ელექტრონული აპარატების დემონსტრაცია ეტაპობრივად იმართება ხალხმრავალ ადგილებში. საარჩევნო სიახლეების, პროცედურებისა და ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო-სარეკლამო ვიდეორგოლები განთავსებულია როგორც მედიაში, ასევე, კინოთეატრებში და იუსტიციის სახლებში, რიგდება საინფორმაციო ბროშურები და ა.შ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო