თეონა აქუბარდია - ვფიქრობ, დარბაზში შევიდე და ბრალმდებელ კობახიძეს დავუსვა კითხვები მასკარადთან დაკავშირებით - რაც შეეხება კენჭისყრას, გავითვალისწინო პრეზიდენტის თხოვნა და აღარ მივიღო მონაწილეობა

მიუხედავად იმისა, რომ ბევრად კომფორტული იქნებოდა ჩემთვის დარბაზის გარედან, პირდაპირ ეთერში ყურება იმ მასკარადის, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" საკუთარი "პრინციპული არჩევანის" წინააღმდეგ წამოიწყო, არ ვფიქრობ, რომ ეს არის დუელი ორს შორის, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპიზიციონერმა დეპუტატმა თეობა აქუბარდიამ განაცხადა.

აქუბარდიას განცხადებით, განხილვას დაესწრება, კენჭისყრაში კი მონაწილეობას არ მიიღებს.

"ამას ვუყურებ, როგორც ქვეყნის საგარეო ვექტორის წინააღმდეგ ღია წინააღმდეგობაში შესვლას პარლენტის დარბაზიდან. შესაბამისად ვფიქრობ, შევიდე და ბრალმდებელ კობახიძეს დავუსვა კითხვები, გამოვხატო ჩემი პოზიცია ამ მასკარადთან დაკავშირებით, რაც შეეხება კენჭისყრას, გავითვალისწინო პრეზიდენტის თხოვნა და აღარ მივიღო მონაწილეობა", - განაცხადა აქუბარდიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება