19 ოქტომბერს ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიხსნება

ბიძინა კვერნაძის სახელობის ფესტივალი, წელს უკვე მეორედ ჩატარდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით. ფესტივალის ფარგლებში ოთხი კონცერტია დაგეგმილი. მათ შორის, ორი თბილისში (რუსთაველის ეროვნულ თეატრში) და ორი თელავში.

19 ოქტომბერს, ფესტივალს მსოფლიოში აღიარებული საოპერო ვარსკვლავი, იანო ალიბეგაშვილი, სოლო კონცერტით კომპოზიტორ ნიკა ნიკვაშვილთან და სიმებიან ორკესტრთან ერთად გახსნის. კონცერტი შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში გაიმართება.

21 ოქტომბერს, რუსთაველის ეროვნულ თეატრში, ოთხი ფრანგი და ერთი ქართველი კომპოზიტორის ერთობლივი კონცერტი გაიმართება, რომლებიც სპეციალურად ფესტივალის ფარგლებში ეწვევიან საქართველოს.

28 ოქტომბერს, ქალაქ თელავში, საფორტეპიანო მუსიკის საღამო გაიმართება, ხოლო 29 ოქტომბერს, ფესტივალი უმასპინძლებს „თითების თეატრს“ , რომელიც მსმენელს კომპოზიტორ ბიძინა კვერნაძის ბალეტ “სერაფიტას” მიხედვით შექმნილ წარმოდგენას შესთავაზებს.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება