ანა ნაცვლიშვილი - პრეზიდენტის იმპიჩმენტი არის „ქართული ოცნების“ ხელით რუსული გეგმის განხორციელება - კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ

პრეზიდენტის იმპიჩმენტი არის "ქართული ოცნების" ხელით რუსული გეგმის განხორციელება - კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ იმპიჩმენტის პროცედურა საკმაოდ ბუნდოვანი ჩანს.

„პრეზიდენტის იმპიჩმენტი, რომელიც წამოიწყეს პრეზიდენტის მიერ ევროპული გზის ადვოკატირების საწინააღმდეგოდ, არის „ქართული ოცნების" ხელით რუსული გეგმის განხორციელება, რათა ქვეყანამ ვერ მიიღოს სტატუსი. კენჭისყრის პროცესში ჩვენ გავითვალისწინებთ პრეზიდენტის თხოვნას, რაც შეეხება მანამდე პროცედურას, ჯერჯერობით საკმაოდ ბუნდოვანი და გაუგებარია. ვფიქრობ, ეს უნდა ყოფილიყო სხვაგვარად დაგეგმილი პროცესი და სხდომა. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, შევხედავთ, რაც შეეხება კენჭისყრას, გავითვალისწინებთ პრეზიდენტის თხოვნას,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება