დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე ახალი პარკი მოეწყობა

დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ მერის მოადგილე ანდრია ბასილაიას აღნიშნული პროექტის განხორციელებაზე მუშაობის დაწყება დაავალა.

„საუბარია ორ ჰექტარ ტერიტორიაზე, რომელიც დღეს მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა იქ შესაძლებელია ძალიან კარგი დასასვენებელი სივრცის, პარკის მოწყობა. ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს და აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, ტერიტორიის განაშენიანების იდეა საბურთალოს რაიონის გამგებელს გიზო ვასაძეს ეკუთვნის.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება