„საქპატენტის“ მოთხოვნით, გერმანიაში გეოგრაფიული აღნიშვნის - „სულგუნი“ - უკანონო გამოყენება აღიკვეთა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრისთვის ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაცული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის, ყველის - „სულგუნი“ უკანონო გამოყენება ხდებოდა. კერძოდ, გერმანიის რამდენიმე სავაჭრო ქსელში ყველი სახელწოდებით „სულუგუნი“ იყიდებოდა. ინფორმაცია საქპატენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქპატენტის მიერ, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთან კოორდინირებით, შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდა, რის შემდეგაც სუპერმარკეტების ქსელიდან „LEDO” და „ROSSIA” ამოიღეს დასახელება „Suluguni“-ით ნიშანდებული პროდუქცია.

„დარღვევაზე რეაგირების მიზნით, 2023 წლის 20 იანვარს საქპატენტმა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროკომისიის (DG AGRI) გენერალურ დირექტორატს წერილობით მიმართა. თავის მხრივ, კომისიის მოთხოვნით, გერმანიის რესპუბლიკის შესაბამისმა უწყებებმა აღნიშნული საქმე შეისწავლეს, რის შედეგად, გერმანიაში ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის უნებართვოდ გამოყენებისა და დისტრიბუციის თავიდან აცილების მიზნით, განახორციელეს აუცილებელი ზომები და ზემოაღნიშნული სუპერმარკეტების ქსელიდან ამოიღეს უფლების დამრღვევი პროდუქცია.

ევროკავშირის ტერიტორიაზე ქართული ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა ხორციელდება ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების საფუძველზე, რომლის ფარგლებში მხარეები აღიარებენ და იცავენ ერთმანეთის გეოგრაფიულ აღნიშვნებს, ხოლო მათზე უფლებების დარღვევის შემთხვევაში, ატარებენ შესაბამის ადმინისტრაციულ ღონისძიებებს.

გეოგრაფიული აღნიშვნა „სულგუნი“ საქართველოში დარეგისტრირდა 2012 წლის 24 იანვარს. 2014 წლის 1 სექტემბრიდან კი ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე დაცულია ევროკავშირის ტერიტორიაზე. გეოგრაფიული აღნიშვნა „სულგუნის“ დატანა პროდუქტზე შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მკაცრად დადგენილი სპეციფიკაციების შესაბამისადაა დამზადებული.

საქპატენტი აქტიურადაა ჩართული ქართული ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების საქართველოს საზღვრებს გარეთ დაცვის საკითხებში, რათა აღიკვეთოს ქართულ გეოგრაფიულ აღნიშვნებსა და ადგილწარმოშობის დასახელებებზე უფლებების დარღვევების და მათი რეპუტაციისთვის ზიანის მიყენების ფაქტები”,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება