ხატია დეკანოიძე „ქართულ ოცნებას“ - შეწყვიტეთ პრეზიდენტის იმპიჩმენტის სამარცხვინო პროცესი, ეს არის ძალიან მძიმე საქართველოს რეპუტაციისთვის

შეწყვიტეთ ეს სამარცხვინო პროცესი, ეს არის ძალიან მძიმე საქართველოს რეპუტაციისთვის, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ უმრავლესობას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ.

დეკანოიძის თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტი ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.

„მე მინდა ყველას ესმოდეს, ვინც ახლა მარჯვენა მხარეს ზის, რამდენად მძიმე პროცესში მონაწილეობთ ყველა. საქართველოს ისტორიაში პირველად, იმისთვის, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა თავის კოლეგებს ზუსტად საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის და საქართველოს ევროინტეგრაციისთვის, თქვენ მოხვედით და გინდათ, რომ მწვანე ღილაკს დააჭიროთ ხელი. ეს არის სამარცხვინო პროცესი. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ თუ რამე უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას ხელს, ეს არის თქვენი გადაწყვეტილებები და განსაკუთრებით საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი. ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, ძალიან ბევრისგან განსხვავებით თქვენ უნდა იყოთ ყველას პარლამენტის თავმჯდომარე. შეწყვიტეთ ეს სამარცხვინო პროცესი, ეს არის ძალიან მძიმე საქართველოს რეპუტაციისთვის“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის