პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო - ღაზის სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად დაღუპულია 3 200 და დაჭრილია 11 000 ადამიანი

ღაზის სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად დაღუპულია 3 200 და დაჭრილია 11 000 ადამიანი, - ინფორმაციას პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისრაელი ღაზაზე შეტევებს „საავადმყოფოზე კრიმინალური თავდასხმის შემდეგაც კი“ განაგრძობს.

„ჰამასი“, რომელიც საავადმყოფოზე თავდასხმაში ისრაელს ადანაშაულებს, აცხადებს, რომ ღაზაში საავადმყოფოს ტერიტორიაზე აფეთქების შედეგად 500 ადამიანი გარდაიცვალა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!