რომეო მიქაუტაძემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

„მისასალმებელ სიტყვაში, მან მიულოცა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს ეს მნიშვნელოვანი თარიღი და ხაზი გაუსვა აღნიშნული ფაკულტეტის მნიშვნელობას ქვეყნის ენერგეტიკის განვითარებაში.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია და სტუმრები ენერგეტიკის სექტორიდან“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე სწავლების განსაკუთრებულად მაღალი ხარისხი, რადგან ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული სექტორი, ძირითადად, ამ ფაკულტეტის მთავარი დამსაქმებელია.

„ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები რეგულარულად გადიან სტაჟირებას საქართველოს ენერგეტიკულ კომპანიებში და სწავლის დასრულების შემდეგ, იქვე საქმდებიან. ჩვენ ვგეგმავთ სტაჟირების პროგრამის მეტ განვითარებას, რაც უფრო მეტ წარჩინებულ სტუდენტს მისცემს სწავლის დასრულების შემდეგ სექტორში დასაქმების შესაძლებლობას,“ - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

მინისტრის პირველი მოადგილის შეფასებით, ენერგეტიკა ნებისმიერი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საფუძველია და მისი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და საწარმოო-ტექნოლოგიური პროცესების ეფექტურობას განაპირობებს, რაც წარმოუდგენელია სექტორში კვალიფიციური კადრების გარეშე.

„ამიტომ ჩვენი სამინისტრო ყოველთვის გვერდში დაუდგება ენერგეტიკის უმაღლეს და პროფესიულ სკოლას როგორც მატერიალურ-ტექნიკური, ისე საკადრო რესურსებით უზრუნველყოფის კუთხით,“ - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, რომეო მიქაუტაძე და სხვა სტუმრები ასევე გაეცნენ ენერგეტიკის ფაკულტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროცესს, სასწავლო-კვლევით ლაბორატორიებსა და ფაკულტეტის სამომავლო განვითარების სტრატეგიას.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება