კახა კალაძე - „ფიქს თბილისზე“ დაფიქსირებული 5638 მიმართვიდან 2434 საკითხი უკვე მოგვარებულია

აპლიკაცია „ფიქს თბილისზე“ დაფიქსირებული პრობლემების, თითქმის, ნახევარი უკვე მოგვარებულია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტის ამოქმედებიდან დღემდე პროგრამაში 5 638 მიმართვა დაფიქსირდა, საიდანაც 2 434-ზე რეაგირება უკვე მოხდა.

„როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის პირველი მაისიდან ამოქმედდა „ფიქს თბილისი“, რასაც მოქალაქეების დიდი დაინტერესება მოჰყვა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თავის მობილურ ტელეფონში ჩამოტვირთოს აღნიშნული პროგრამა და დააფიქსიროს სხვადასხვა პრობლემა ქალაქის მასშტაბით - გადაუღოს ფოტო, გააკეთოს კომენტარი, მიუთითოს ადგილმდებარეობა და ჩვენი შესაბამისი სამსახურები ახდენენ რეაგირებას. პროექტის ამოქმედებიდან დღემდე, ჯამში, 5 638 მიმართვა შემოვიდა ოთხი მიმართულებით: ეს არის ხე-მცენარეების, საპარკე ინფრასტრუქტურის, საგზაო ინფრასტრუქტურისა და გარე განათების დაზიანება. აქედან 2 434 მოთხოვნა უკვე შესრულებულია, ხოლო დანარჩენი შესრულების სხვადასხვა ეტაპზეა. მინდა მადლობა გადავუხადო მოქალაქეებს ამდენად მაღალი ინტერესისთვის და პროგრამაში ჩართულობისთვის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უფრო სწრაფი ტემპით შევძლოთ ამ კატეგორიის პრობლემებზე რეაგირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მერმა ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს დაავალა, პროგრამაში დაფიქსირებულ პრობლემებზე უკეთესი რეაგირებისთვის დამატებითი ფინანსების მოზიდვაზე იზრუნოს.

„აღნიშნული პროგრამით გამოვლინდა, რომ ძირითადი პრობლემები ეხება საგზაო ინფრასტრუქტურას. შესაბამისად, მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, რომ დაიწყოს ფინანსების მოძიება, რათა გამგეობებს და მერიის შესაბამის სამსახურებს კიდევ უფრო მეტი რესურსი გავუჩინოთ და მივცეთ შესაძლებლობა, რომ პრობლემებს, რომელიც იქნება დაფიქსირებული „ფიქს თბილისის“ საშუალებით, მოჰყვეს სწრაფი რეაგირება და მათი მოგვარება არ შეფერხდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერმა ასევე განმარტა, რომ არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქე „ფიქს თბილისზე“ აფიქსირებს გარკვეულ პრობლემას, თუმცა აღნიშნულის მოგვარება უკვე დაგეგმილი აქვს მუნიციპალიტეტს, ან გამგეობას და ის გათვალისწინებულია ბიუჯეტში, პროექტის განხორციელებას კი გარკვეული დრო ჭირდება, სატენდერო პროცედურების გამო.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო