ეროვნულ ბიბლიოთეკაში ახალი სამკითხველო გაიხსნა

ეროვნულ ბიბლიოთეკასა და მასტერქარდს შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში, ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში მდებარე „ლიბერთიდარბაზში“ თანამედროვე ტიპის სამკითხველო გაიხსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლის, თენგიზ მოდუს დიზაინით შექმნილ სამკითხველოში ძირითადად ბიბლიოთეკის უახლესი გამოცემები და ფინანსური ლიტერატურაა განთავსებული.

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის განცხადებით, მსგავსი სამკითხველოების გახსნა რეგიონებშიც იგეგმება.

„მსოფლიო ბრენდ Mastercard - თან თანამშრომლობის პირველი შედეგი: ეროვნულ ბიბლიოთეკაში ახალგაზრდული სამკითხველო გავხსენით. თანამშრომლობა გრძელდება. მსგავსი სამკითხველოების გახსნა რეგიონებშიც იგეგმება“, - განაცხადა გიორგი კეკელიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება