ირაკლი კობახიძე - ვამტკიცებდი, რომ კონსტიტუცია უნდა იყოს სამოსანზე გათვლილი, აღმოჩნდა, რომ არ ვიყავი მართალი, ოროსანზე გათვლილი კონსტიტუცია უნდა დაგვეწერა - ვიღაცებმა მაინც მოახერხეს და აბსურდული მოსაზრებები გაახმოვანეს

ვამტკიცებდი, რომ კონსტიტუცია უნდა იყოს სამოსანზე გათვლილი. აღმოჩნდა, რომ მე არ ვიყავი მართალი, ოროსანზე გათვლილი კონსტიტუცია უნდა დაგვეწერა - ამ კაზუსის ამოხსნას სამოსნობაც არ სჭირდებოდა, არც ოროსნობა, იურისტობაც კი არ სჭირდებოდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხილვა მიმდინარეობს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „თუ კეთილსინდისიერი არ ხარ, ნებისმიერ ტექსტს ისე წაიკითხავ, როგორც გინდა“.

„რაც შეეხება კომპეტენციების გამიჯვნას პრეზიდენტსა და მთავრობას შორის. მე და ბატონ თენგიზ შარმანაშვილს გვქონდა შიდა დისკუსია. ბატონი თენგიზი ამტკიცებდა, რომ კონსტიტუცია უნდა ყოფილიყო პირობითად, ოროსანზე გათვლილი, მე ვამტკიცებდი, რომ კონსტიტუცია უნდა იყოს სამოსანზე გათვლილი. აღმოჩნდა, რომ მე არ ვიყავი მართალი, ოროსანზე გათვლილი კონსტიტუცია უნდა დაგვეწერა. თუმცა არ არსებობს კონსტიტუცია, რომელსაც ოროსანი, სამოსანი წაიკითხავს ისე, როგორც მას არ უნდა. თუ კეთილსინდისიერი არა ხარ, იურისტი ხარ თუ არა, ნებისმიერ ტექსტს წაიკითხავ ისე, როგორც გინდა. ამ კაზუსის ამოხსნას სამოსნობაც არ სჭირდებოდა, არც ოროსნობა, იურისტობაც კი არ სჭირდებოდა, თუმცა ვიღაცებმა მაინც მოახერხეს და აბსურდული მოსაზრებები გაახმოვანეს“, - განაცხადა კობახიძემ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!