ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელში ჯო ბაიდენის ვიზიტს „ღრმად ამაღელვებელი“ უწოდა

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელში ჯო ბაიდენის ვიზიტს „ღრმად ამაღელვებელი“ უწოდა. „მინდა მადლობა გადაგიხადოთ დღეს აქ ჩამოსვლისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც თქვენ ისრაელს ამ რთულ დროს გამოუცხადეთ. მხარდაჭერა, რომელიც ამერიკელი ხალხის აბსოლუტურ ნებას გამოხატავს“, - განუცხადა ნეთანიაჰუმ ჯო ბაიდენს.

ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ბაიდენმა „სწორად გაავლო ზღვარი ცივილიზაციის ძალებსა და ბარბაროსულ ძალებს შორის“ და დაამატა, რომ მან ისრაელის მტრებს „მკაფიო გზავნილები გაუგზავნა, რათა მათ არ გამოცადონ ისრაელი“.

შეხვედრის დასასრულს, ნეთანიაჰუმ მადლობა გადაუხადა ბაიდენს ისრაელის გვერდით დგომისთვის „დღეს, ხვალ და ყოველთვის“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება