„ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს ფრაქციის ოთახიდან ადევნებენ თვალს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს ფრაქციის ოთახიდან ადევნებენ თვალს და აცხადებენ, რომ „შოუში“ მონაწილეობას არ მიიღებენ.

ამასთან, მათ თან აქვთ ბარათები, რომელსაც რეგისტრაციისას და კენჭისყრისას იყენებენ.

"მათ იყიდეს საკონსტიტუციო სასამართლო, ექსპერტებიც ნაყიდი ჰყავთ ბევრი, მთელი ინსტიტუციები მიითვისეს, მაგრამ ვინც ვერ გატეხეს არის ოპიზიცია, ეს ფაქტია. ამით წერტილი დაესმება ამ ფარსს, რომელსაც ადგილი ჰქონდა მთელი ორი თვე. ევროინტეგრაციის გზაზე კი არ იდგმეოდა ნაბიჯები, შოუს დგამდნენ მთელი ორი თვე. სანამ ამ პრორუსებს ხელისუფლებიდან არ გავუშვებთ, ქვეყანას არ ეშველება? ამ შოუთი, რასაც დგამს „ქართული ოცნება“, რა მიიღო მოსახლეობამ? - არაფერი. დღეს ოპოზიციამ გაიმარჯვა იმით, რომ ვერც ერთი ხმა ვერ დაიმატეს ნამდვილი ოპოზიციიდან. ვინც იუსტიციის საბჭოში კანდიდატებს ხმა მისცა, ოპოზიციად მე არ ვთვლი, ოპოზიცია არის ის, ვინც იმპიჩმენტის ფარსში მონაწილეობას არ იღებს და ხმას არ მისცემს იმპიჩმენტს", - განაცხადა ვაშაძემ.

აღსანიშნავია, რომ ბარათებს შორის არ არის გუბაზ სანიკიძის ბარათი, როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, ბარათი სანიკიძეს თავად აქვს და ის პარლამენტში არ იმყოფება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება