ნათია თურნავა ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაზე - მერწმუნეთ, რომ გადაწყვეტილება არის ძალიან კარგად, დეტალურად გაანალიზებული

საბოლოო გადაწყვეტილებას ხელს მე ვაწერ, შესაბამისად, სამართლებრივადაც უნაკლო გადაწყვეტილება იქნება, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა, იღებდნენ თუ არა მონაწილეობას ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებების მიღებაში ის ვიცე-პრეზიდენტები, რომლებიც თანამდებობიდან გადადგნენ.

მისივე თქმით, კომიტეტის მუშაობაში სამი ვიცე-პრეზიდენტიდან მონაწილეობა მხოლოდ ერთმა მიიღო, ვინაიდან დანარჩენი ორი ამჟამად შვებულებაშია.

„კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობა ერთ-ერთმა ვიცე-პრეზიდენტმა მიიღო. დანარჩენი ორი, როგორც ვიცი, შვებულებაშია, რაც მათი უფლებაა. გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, დისკუსიის შედეგად მივიღეთ. იყო საკმაოდ საინტერესო დისკუსია, თუმცა მოგეხსენებათ, ჩვენ რამდენჯერმე ეს კომიტეტი გადავდეთ კიდეც, ვინაიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო არამხოლოდ შიდა დისკუსია, არამედ თვითონ ინდუსტრიასთან, საბანკო სექტორთანაც გაგვევლო ეს ცვლილებები.

შესაბამისად, მერწმუნეთ, რომ გადაწყვეტილება არის ძალიან კარგად, დეტალურად გაანალიზებული. საბოლოო გადაწყვეტილებას ხელს მე ვაწერ, შესაბამისად, სამართლებრივადაც უნაკლო გადაწყვეტილება იქნება“, - განაცხადა თურნავამ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო