გია ვოლსკი - პრეზიდენტს ჰკითხეს, თუ პოლიტიკურად იმართლებთ თავს, გვითხარით, რა წაიღეთ და რა ჩამოიტანეთ - ვფიქრობ, ეს მთავარი თემაა, რის გამოც მან პასუხებს თავი აარიდა

პრეზიდენტს ჰკითხეს, თუ პოლიტიკურად იმართლებთ თავს, გვითხარით, რა წაიღეთ და რა ჩამოიტანეთ - ვფიქრობ, ეს მთავარი თემაა, რის გამოც მან პასუხებს თავი აარიდა,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, პრეზიდენტი არა სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ თემებზე აპელირებდა.

„სამართლებრივმა თემამ მის გამოსვლაშიც, ისევე როგორც მისი ადვოკატების გამოსვლაში სასამართლოში, გადაინაცვლა მეორე პლანზე და ძირითადად, პოლიტიკურ თემაზე ხდება აპელირება, რაზეც დაუსვეს კონკრეტული შეკითხვა, რომ პოლიტიკური ნაწილით თუ იმართლებთ თავს, რომ საქართველოსთვის სიკეთის ჩამოსატანად წახვედით, გვითხრით დეტალებში, რა წაიღეთ - იგივე პოზიცია, რაც გქონდათ - შემტევი და რეალობას დაპირისპირებული თუ რაიმე სხვა პოზიციით ჩახვედით, რით წახვედით და რა ჩამოიტანეთ უკან და ვფიქრობ, ეს მთავარი თემაა, რის გამოც მან პასუხებს თავი აარიდა,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება