ნათია თურნავა - ჩვენ გვყავს სავალუტო ფონდის მხრიდან გამოყოფილი ტექნიკური დახმარების ჯგუფი, რომელიც გვეხმარება გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებაში

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, სავალუტო ფონდის მიერ გამოყოფილი ტექნიკური დახმარების ჯგუფი ეროვნულ ბანკს საკანონმდებლო ცვლილებებში ეხმარება.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებზე მუშაობა ზაფხულიდან დაიწყეს და იმედოვნებს, რომ ცვლილებებს მალე მთავრობისა და პარლამენტის წინაშე წარადგენს.

„ჩვენ გვყავს სავალუტო ფონდის მხრიდან გამოყოფილი ტექნიკური დახმარების ჯგუფი, რომელიც გვეხმარება გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებაში. ვფიქრობთ, რომ ეს ცვლილებები მალე იქნება წარდგენილი მთავრობის და პარლამენტის წინაშე, რაც ბევრ პრობლემატურ საკითხს გადაწყვეტს.

ეს საკანონმდებლო ცვლილებები პირველ რიგში შეეხება ჩვენი ბორდის უფლებამოსილებების და საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერებას. ამაზე მუშაობა ჯერ კიდევ ზაფხულში დაიწყო. ვმუშაობდით სავალუტო ფონდთან და მათი ტექნიკური დახმარების მისიასთან გარკვეულ რეგულაციებზე, რაც მათი რეკომენდაციით გააძლიერებს ინსტიტუტის დამოუკიდებლობას, მათ შორის გააძლიერებს ჩვენი, სამეთვალყურეო საბჭოს საზედამხედველო ჯგუფსაც“, - განაცხადა თურნავამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება