ავთანდილ ენუქიძე - ნურავის შვილებთან პასუხისგებას ნუ მოგვთხოვთ, ჩემს შვილებთან ძალიან კარგად ვაგებ პასუხს - არავის დავალებას არ ვასრულებ

არავის შევუგზავნივარ არცერთ ქვეყანაში რაიმე პოლიტიკის გასატარებლად. აქ დავიბადე და მხოლოდ ქართულ პოლიტიკას გავატარებ - ეს იცოდეთ და ნურაფერს დაგვაბრალებთ , - ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ავთანდილ ენუქიძემ პრეზიდენტს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხს განიხილავენ.

როგორც ენუქიძემ აღნიშნა, ის არავის დავალებას არ ასრულებს.

„ნურავის შვილებთან პასუხისგებას ნუ მოგვთხოვთ. ჩემ შვილებთან ძალიან კარგად ვაგებ პასუხს, როდესაც იქნება და რასაც გავაკეთებ. ჩემი შვილებისთვის არავის არაფერი უჩუქებია და არც ზოგიერთის შვილებივით ამერიკაში არიან. არსად არავის შევუგზავნივარ, არცერთ ქვეყანაში რაიმე პოლიტიკის გასატარებლად. აქ დავიბადე და მხოლოდ ქართულ პოლიტიკას გავატარებ, არავის დავალებას არ ვასრულებ. ეს იცოდეთ და ნურაფერს დაგვაბრალებთ“, - აღნიშნა ენუქიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხს განიხილავენ მმართველ გუნდს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „თურმე გეწყინათ, როცა გუშინ „პატარა კაცებად“ მოგიხსენიეთ, დაელოდეთ და ნახავთ, რა ტერმინებით შეგამკობენ თქვენივე შვილები, მომავალი თაობა და თქვენივე ამომრჩეველი, მე კი ამ პროცესით ვერაფერს დამაკლებთ“. მისივე თქმით, მმართველი გუნდი დღეს მას კი არ უწყობს იმპიჩმენტს, არამედ თავის თავს, ქვეყანას, მის ევროპულ მომავალს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება