აჭარაში წლის საუკეთესო ტურისტული სერვისის მომწოდებლები „მაგნოლია 2023“-ზე გამოვლინდება

წელს, „მაგნოლია 2023“-ის დაჯილდოების ცერემონია ბათუმში ტრადიციულად დეკემბრის ბოლოს გაიმართება. გამარჯვებულებს 14 სხვადასხვა ნომინაციაში ტურისტები და აჭარის ტურისტულის სექტორის წარმომადგენლები გამოავლენენ. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეიდან რეგიონში ტურისტული მომსახურების ხარისხი ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ონლაინ ვებგვერდზე https://serviceajara.ge/ ხმის მიცემით შეუძლია შეაფასოს.

„გარდა ონლაინ გამოკითხვისა, გამარჯვებულთა გამოსავლენად ტურისტების კვლევა (პირისპირი გამოკითხვის მეთოდით), ტურისტული სექტორის გამოკითხვა და Booking.com-ის, Google Map-ის, Trip Adviser-ის, Facebook.com-ის მონაცემები და შეფასებები გამოიყენება.

„მაგნოლია 2023“-ზე გაირკვევა, თუ რომელ განთავსებისა და კვების ობიექტს, ტურისტულ ატრაქცია/მუზეუმს, გიდს, ტურისტულ სააგენტოსა და ტურისტულ მარშრუტს გააჩნია ტურისტების, მომხმარებლებისა და ტურიზმის სექტორის ყველაზე მაღალი ნდობა და შეფასება. საბოლოოდ, ღონისძიებაზე გამარჯვებულები 14 ნომინაციაში გამოვლინდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი „მაგნოლია“-ს დაჯილდოების ღონისძიებას აჭარაში 2015 წლიდან ატარებს. მისი მიზანი ტურისტული სექტორის წახალისება და რეგიონში სერვისის გაუმჯობესებაა”,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება