ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიამ მრავალშვილიან ოჯახს კერძო სახლი შეუძინა და საკუთრებაში გადასცა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიამ, საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, სოფელ მუხურაში მცხოვრებ ცინაძეების მრავალშვილიან ოჯახს სახლი შეუძინა და საკუთრებაში გადასცა.

ცინაძეების ოჯახი, ამ დრომდე სოფელ მუხურაში ავარიულ სახლში, მაღალი საფრთხის შემცველ საცხოვრებელ პირობებში ცხოვრობდა. ქ. ტყიბულში არსებული კერძო სახლი ცინაძეების ოჯახთან შეთანხმებით შეირჩა, რომელიც ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიძინა და ოჯახს საკუთრებაში გადასცა. მრავალშვილიან ოჯახს ახალ სახლში გადასვლა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა მერიის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მიულოცა და საცხოვრებელი სახლის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გადასცა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერიამ მეოთხე ოჯახი დააკმაყოფილა.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება