გია ვოლსკი ოპოზიციაზე - რისთვის იბრძვიან, რას ჭიდაობენ?! დღეს კიდევ აქტუალური გახდა, ემზადებიან, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნან - რამ გაგხეთქათ გულზე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიცია ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნისთვის ემზადება.

როგორც მან, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ეს არის გუნდი, რომელიც გაერთიანებულია შეთქმულებაში საქართველოს წინააღმდეგ.

“ჩვენ უნდა ვიფიქროთ მსოფლიოს მშვიდობიან არქიტექტურაზე და არა იმაზე, რაც ახლა ხდება. ცეცხლის ალია ჩვენს გარშემო და ეს ოდესმე უნდა დასრულდეს. ჩვენი რესურსით ვერ ჩავერევით, გავლენას ვერ მოვახდენთ ამ სიტუაციაზე, რომ რამე შეიცვალოს რადიკალურად და გადარჩენა გვმართებს.

რისთვის იბრძვიან, რას ჭიდაობენ?! რაც იყო გაჟღერებული არაერთხელ დღეს კიდევ აქტუალური გახდა - ემზადებიან იმისათვის, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნან. რა სუს-ს აკრიტიკებთ აქ, რატომ?! იმიტომ, რომ მოიპოვა ზუსტი მასალები იმისა, თუ როგორ ამზადებენ ახალგაზრდებს იმ უბედურებისთვის, რაშიც უნდა გახვიონ ჩვენი ქვეყანა?!. რომელ სიტყვაში შეიძლება შემედავოთ ამ წუთში და რატომ შეიძლება საქართველოს და საქართველოს ხელისუფლებას უწოდო პრორუსული და თქვენ უმრავლესობა, რომელსაც გასვრილი გაქვთ ხელი ადამიანების სისხლში, ეს შავი ლაქა ვერ მოგიშორებიათ და იმის მაგივრად, რომ გაემიჯნოთ ამ დანაშაულს პირიქით, ერთი სული აქვთ მოხვდნენ კოლექტიურად ჩამოყალიბებულ „ნაცმოძრაობის“ რევოლუციურ, თუ საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა გუნდში.

რასაკვირველია გაჭირვებაა საქართველოში, რასაკვირველია არის უმუშევრობა, მაგრამ შეხედეთ სიტუაციას, ტენდენციები შეაფასეთ. რამ გაგხეთქათ გულზე, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი უკვე გაორმაგდება იმასთან შედარებით, რაც გვქონდა ჩვენ წინაპანდემიურ პერიოდში.

რაზე ლაპარაკობთ საერთოდ, რა მოიგონეთ. არა, არც ერთს არ აკლია ჭკუა და გონება, ეს შემიძლია ზუსტად ვთქვა და ძალიან ცოტა მოიძებნება ადამიანია, ვინც ამის საპირისპიროს იტყვის ოღონდ გულწრფელად. ეს არის მზადება საქართველოს დესტაბილიზაციისათვის, ეს არის გუნდი, რომელიც გაერთიანებულია შეთქმულებაში საქართველოს წინააღმდეგ სხვა ახსნა იმას, რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ ჩვენი ოპონენტების მხრიდან, არ აქვს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო