საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ისრაელის ელჩთან შეხვედრა გამართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰადას მეიცადს შეხვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ისრაელში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები. ისრაელის ელჩმა შინაგან საქმეთა მინისტრს მიაწოდა დეტალური და განახლებული ინფორმაცია ისრაელში ამჟამად არსებული მდგომარეობის შესახებ.

მათივე ცნობით, ვახტანგ გომელაურმა მწუხარება გამოთქვა ისრაელში დაღუპულთა გამო და ხაზი გაუსვა, რომ ქართული მხარე გმობს ისრაელსა და მის მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას.

შეხვედრის დასასრულს ჰადას მეიცადმა მადლიერება გამოხატა ქართული მხარის მიმართ ისრაელის სახელმწიფოსა და ხალხის ურყევი მხარდაჭერისთვის.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება