გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება.

გორის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ტყვიავში სასაფლაოსთან მისასვლელი გზაზე ასფალტის საფარის მოწყობა. სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 1 103-მეტრია.

„პროექტის მიხედვით მოეწყობა: ასფალტი ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, გვერდულები, ეზოების შესასვლელები, მიერთებები, 3 მოედანი (ფართობი 442 კვმ.), ხელოვნური ნაგებობი (3 ლითონის მილი).

სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.

მუნიციპალიტეტმა აღნიშნული პროექტის განხორციელება ფონდის მიერ გაზრდილი დაფინანსების ფარგლებში შეძლო. ორგანიზაციამ დაფინანსების ზრდის გადაწყვეტილება წლის დასაწყისში დაფინანსებული პროექტების წარმატებით განხორციელების გათვალისწინებით მიიღო.

გარდა ტყვიავისა სასაფლაოს გზისა, გაზრდილი დაფინანსების ფარგლებში ხორციელდება კიდევ ორი პროექტი - ლომონოსოვის ქუჩისა (579 მეტრი) და ბროწლეთში (468 მეტრი) შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია.

2023 წელს, ფონდის მიერ, გორის მუნიციპალიტეტში დაფინანსებული პროექტების ჯამური ღირებულება 9, 4 მილიონამდე ლარია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე