„საქართველოს ბანკის“ Ads მენეჯერის შეხვედრების სერია 19 ოქტომბერს დაიწყება

„საქართველოს ბანკი”, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, აქტიურ რეჟიმში განაგრძობს ინოვაციური პროდუქტების შექმნასა და მის განვითარებაზე მუშაობას. სწორედ ამ მიზნით, ბანკმა რამდენიმე თვის წინ მომხმარებლებს შეთავაზებების მართვის ახალი პლატფორმა - „საქართველოს ბანკის” Ads მენეჯერი წარუდგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, Ads მენეჯერის შეხვედრების სერიის ფარგლებში პირველი ონლაინ ღონისძიება - გაიგე როგორ შექმნა სწორი შეთავაზება, 19 ოქტომბერს გაიმართება.

შეხვედრაზე მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ თუ როგორ მუშაობს შეთავაზების მართვის ახალი პლატფორმა და მისი რეკომენდერ სისტემა. შეხვედრას „საქართველოს ბანკის“ Ads მენეჯერის Product Owner - თორნიკე სამადაშვილი გაუძღვება და შემდეგ საკითხებს განიხილავს :

  • როგორ შექმნათ შეთავაზებები 1 200 000-ზე მეტი ადამიანისთვის;
  • რა ტიპის ანალიტიკის ნახვის შესაძლებლობა გაქვთ Ads მენეჯერით;
  • რომელ ციფრულ არხებში გამოჩნდება თქვენ მიერ შექმნილი შეთავაზება;
  • როგორ ნახავთ უკვე შექმნილი შეთავაზების ანალიტიკას

„საქართველოს ბანკისთვის“ მნიშვნელოვანია მომხმარებლებს შევთავაზოთ ისეთი ინოვაციური პროდუქტები და ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესის ზრდას და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას. მოხარული ვარ, რომ Ads მენეჯერის შეხვედრების სერიის ფარგლებში უნდა ვისაუბრო ამ ინოვაციურ პროდუქტზე, თუ როგორ მუშაობს და როგორ შეუძლიათ ბიზნესებს შექმნან შეთავაზებები 1 200 000 - ზე მეტი ადამიანისთვის. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებულ სერვისებისა თუ თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტების შექმნაზე მუშაობას,“ - განაცხადა თორნიკე სამადაშვილმა, „საქართველოს ბანკის“ Ads მენეჯერის Product Owner -მა.

შეხვედრა ჩატარდება ონლაინ. რეგისტრაცია შეუძლია ყველას, ვინც დაინტერესებულია ბიზნესის ზრდით ან ახალი მარკეტინგული შესაძლებლობებით, 19 ოქტომბრის 18:00 - მდე.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო