ალეკო ელისაშვილი - ხმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის წინააღმდეგ მივეცი - ვფიქრობდი, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიმეღო, მაგრამ მივხვდი, რომ არანაირი იმპიჩმენტი არ იქნებოდა და აბსურდის თეატრი იყო

თავიდან ვფიქრობდი, არ მიმეღო კენჭისყრაში მონაწილეობა, მაგრამ მივხვდი, რომ არანაირი იმპიჩმენტი არ იქნებოდა და აბსურდის თეატრი იყო, რასაც ბოლო 2-3 კვირაა თვალს ვადევნებთ - წინააღმდეგ მივეცი ხმა, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კენჭისყრაზე დასწრება იმიტომ გადაწყვიტა, რომ მიხვდა, იმპიჩმენტის საფრთხე არ იდგა.

„გეგონება, ამ ქვეყანაში ყველაფერი მოგვარებული იყოს, არანაირი პრობლემა არ არსებობდეს და ხალხს მეტი დარდი არ ჰქონდეს, რომ აი პრეზიდენტი ვიღაცას შეხვდა და დაგვექცა ქვეყანა და დაგვემხო თავზე კონსტიტუცია, აბსურდი და რეალობას მოწყვეტილი იყო მთელი ეს პროცესი და მინდოდა მეჩვენებინა, რომ ამ აბსურდის წინააღმდეგი ვიყავი“, - განაცხადა ელისაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება