„საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე PostEurop-ის 2023 წლის გენერალურ ასამბლეასა და ბიზნეს ფორუმს დაესწრო

„საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი, ლევან ჩიკვაიძე, PostEurop-ის 2023 წლის გენერალურ ასამბლეასა და ბიზნეს ფორუმს დაესწრო, რომელიც სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე წელს, PostEurop-ი დაარსებიდან 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. PostEurop-ის პლენარულ სხდომასა და 30 წლის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებას სლოვაკეთისა და ჩეხეთის ფოსტები მასპინძლობდნენ.

„პლენარულ სხდომაში 46 ქვეყნის საფოსტო ოპერატორების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა, სადაც სხვა მიმდინარე თემებთან ერთად, საფოსტო პოლიტიკის განმსაზღვრელი საკითხები განიხილეს.

პლენარულ სხდომამდე შედგა „ევროპის განვრცობისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების“ კომიტეტის სხდომა, სადაც „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე თანათავმჯდომარის პოზიციას იკავებს. აღნიშნულ სხდომაზე „საქართველოს ფოსტა“ ინდუსტრიის ახალ მიმართულებებზე სამუშაო ჯგუფს (Emerging Industry Trends Working Group) ოფიციალურად შეუერთდა.

აღსანიშნავია, რომ, 2023 წელს PostEurop-ის ყველა წევრმა საფოსტო ოპერატორმა, ერთგვაროვანი დიზაინით გამოსცა მარკა, შინაარსით „მშვიდობა - კაცობრიობის უმაღლესი ღირებულება“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია