ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარებზე - ყოველ ჯერზე ისინი აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომელიც ემთხვევა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განცხადებებს, არიან ოდიოზური ევროპარლამენტარები

ესენი არიან ერთი და იგივე ოდიოზური ევროპარლამენტარები,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ევროპარლამენტარების: ანა ფოტიგას, რასა იუკნევიჩიენეს, ანდრიუს კუბილიუსის და მირიამ ლექსმანის განცხადებას გამოეხმაურა.

კობახიძე აცხადებს, რომ მათი და „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები ერთმანეთს ყოველთვის ემთხვევა.

„ესენი არიან ერთი და იგივე ოდიოზური ევროპარლამენტარები, ოთხი- ხუთი გვარი, არ მინდა შევიდე სიღრმეში. ყოველ ჯერზე ისინი აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომელიც ემთხვევა კოლექტიური "ნაცმოძრაობის" განცხადებებს, არიან ოდიოზური ევროპარლამენტარები, რამდენიმე მათგანი, არ მინდა სიღრმეში შევიდე“, - განაცხადა კობახიძემ.

ევროპარლამენტარებმა ანა ფოტიგამ, რასა იუკნევიჩიენემ, ანდრიუს კუბილიუსმა და მირიამ ლექსმანმა გაავრცელეს ერთობლივი წერილი, სადაც საქართველოს პარლამენტის წევრებს მოუწოდებენ, უარი თქვან პრეზიდენტის იმპიჩმენტის მხარდაჭერაზე. წერილის თანახმად, ამით „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებას მხარს არ უჭერენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება