ისრაელი ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლას ეგვიპტიდან დაუშვებს, მაგრამ ისრაელიდან - არა

ისრაელი ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლას ეგვიპტიდან დაუშვებს, მაგრამ ისრაელიდან არა.

ამის შესახებ განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ისრაელი ეგვიპტიდან ღაზაში მიმავალ ჰუმანიტარულ დახმარებას არ დაბლოკავს, მაგრამ თავისი ტერიტორიიდან ჰუმანიტარული დახმარების შესვლას არ დაუშვებს, სანამ „ჰამასი“ ყველა ტყვეს არ გაათავისუფლებს.

„პრეზიდენტ ბაიდენის მოთხოვნის ფონზე, ისრაელი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებებს არ დაბლოკავს მანამ, სანამ ისინი სამხრეთ ღაზას სექტორის სამოქალაქო მოსახლეობისთვის განკუთვნილი წყლისგან, საჭმლისგან და მედიკამენტებისგან შედგება… და მანამ, სანამ ეს დახმარება „ჰამასამდე“ არ მიაღწევს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება