გრიგოლ ლილუაშვილი აშშ-ის ახალ ელჩთან შეხვედრაზე - მშვენიერი შეხვედრა იყო - იმედი გვაქვს, რომ კარგი კოოპერაცია გვექნება უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში

რა ვქნა ახლა, ერთი გაცნობით რა შთაბეჭდილებაა? იმედი გვაქვს, რომ კარგი კოოპერაცია გვექნება უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში, - ამის შესახებ სუს-ის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ განუცხადა, სადაც აშშ-ს ახალმა ელჩმა შეხვედრა გამართა ქართველ პოლიტიკოსებთან და მესამე სექტორთან.

მისივე თქმით, ახალ ელჩს პატივისცემა დაუდასტურეს.

„რა თქმა უნდა, გავიცანი [ელჩი]. რა ვქნა ახლა, ერთი გაცნობით რა შთაბეჭდილებაა? იმედი გვაქვს, რომ კარგი კოოპერაცია გვექნება უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში, რაც ჩვენ გვეხება, გვექნება ისეთი ურთიერთობა, როგორიც შეშვენის ორი მეგობარი, პარტნიორი ქვეყნის ურთიერთობებს. მშვენიერი შეხვედრა იყო, მიღება იყო, რა შეხვედრა იყო, მიღება იყო, სადაც ჩვენი პატივისცემა დავადასტურეთ ახალ ჩამობრძანებული ელჩის მიმართ, გავიცანით და დავადასტურეთ პატივისცემა”, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

მან ასევე უპასუხა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, იგეგმება თუ არა საკადრო ცვლილება სუს-ში.

„ვინც დაგეგმა იმას ჰკითხეთ. არ ვიცი, ეგეთი რამ არ გამიგია. ხან სოფლის მეურნეობაში გადაგყავართ, ხან ეკონომიკაში, ხან სად და ხან სად”,- განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება