ბენიამინ ნეთანიაჰუ - ბაიდენთან შეთანხმებული სამხედრო დახმარების „მასიური, უპრეცედენტო პაკეტი“  „ჰამასთან“ ომის მოგებაში დაგვეხმარება

ბაიდენთან შეთანხმებული სამხედრო დახმარების „მასიური, უპრეცედენტო პაკეტი“ „ჰამასთან“ ომის მოგებაში დაგვეხმარება, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ნეთანიაჰუს თქმით, მან აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ჯერ კიდევ ისრაელში ჩამოსვლამდე აჩვენა მტკიცებულება, რომ ქალაქ ღაზაში საავადმყოფოს აფეთქების უკან პალესტინური ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადი“ დგას.

მან ასევე აღნიშნა, რომ ისრაელი „ყველა გზით“ იმუშავებს, რათა ტყვეების გათავისუფლება უზრუნველყოს.

ნეთანიაჰუს თქმით, მან ბაიდენს უთხრა, რომ წითელ ჯვარს ტყვეები მონახულების საშუალება უნდა მიეცეს და ისრაელი ღაზაში ჰუმანიტარულ დახმარებას თავისი ტერიტორიიდან შესვლის საშუალებას არ მისცემს მანამდე, სანამ ტყვეები არ გათავისუფლდებიან.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება