ევროკავშირის მინისტრები ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრები მიგრაციის საკითხებში დღეს შეხვედრას გამართავენ და ბლოკში უსაფრთხოების გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.

მედიის ინფორმაციით, მინისტრები ასევე იმსჯელებენ, გამოიწვევს თუ არა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომი ხალხის მასობრივ გადაადგილებას.

მინისტრები, სავარაუდოდ, რაიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, მაგრამ განიხილავენ სხვადასხვა საკითხს, მათ შორის იმას, თუ რა კონკრეტულმა მოვლენებმა შეიძლება გამოიწვიოს პალესტინელი დევნილების დიდი ნაკადის გაჩენა ან ძალადობრივი ქმედებები ბლოკის ტერიტორიაზე.

ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე მოითხოვა საზღვრების გამკაცრება, უცხოელების მეტი რეპატრიაცია და ახალი გარიგებები აფრიკულ სახელმწიფოებთან ლტოლვილებისა და მიგრანტების ევროპაში შესვლის პრევენციის მიზნით მას შემდეგ, რაც ტუნისელმა თავშესაფრის მაძიებელმა ორშაბათს ბრიუსელში ორი ადამიანი მოკლა. ამასთან, გასულ კვირას საფრანგეთში მასწავლებელი მოკლეს. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თავდასხმა დაგმო და "ისლამისტურ ტერორიზმად“ შეაფასა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება