სი ძინპინი - ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის მიღწევის მიზნით, ჩინეთი ეგვიპტესთან ითანამშრომლებს

ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის მიღწევის მიზნით ჩინეთი ეგვიპტესთან ითანამშრომლებს, - ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ეგვიპტის პრემიერ-მინისტრ მუსტაფა მადბულს პეკინში განუცხადა.

მისი თქმით, ჩინეთს სურს ეგვიპტესთან თანამშრომლობა გააძლიეროს და მეტი სტაბილურობა შესძინოს რეგიონსა და მსოფლიოს.

„ჩინეთი და ეგვიპტე კარგი მეგობრები არიან, რომლებიც იზიარებენ მსგავს მიზნებს და განვითარებისა და საერთო კეთილდღეობისთვის ერთად მუშაობენ. ამჟამად, საერთაშორისო და რეგიონული ვითარება ღრმა და კომპლექსურ ცვლილებებს განიცდის, მსოფლიო ისეთი სისწრაფით იცვლება, რომელიც ბოლო საუკუნის განმავლობაში არავის უნახავს“, - განაცხადა სი ძინპინმა, რომლის კომენტარს ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელი CCTV-ი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმების შემდეგ ეგვიპტემ ღაზას სექტორთან საზღვარი დაკეტა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება