UGT-ის ახალი მონაცემთა ცენტრი ექსპლუატაციაში შევიდა

კომპანია UGT ახალი მონაცემთა ცენტრის DC-2 (ილია AZ) ექსპლუატაციაში შეყვანის შესახებ აცხადებს. DC-2 წარმოადგენს UGT-ის რიგით მეორე მონაცემთა ცენტრს და მისი დანიშნულებაა, როგორც UGT Cloud პლატფორმის მომსახურება, ასევე კომპანიის კლიენტებისთვის მონაცემთა ცენტრის სერვისების გაწევა.

ახალი მონაცემთა ცენტრი, ისევე როგორც არსებული UGT DC-1 (ვაჟა AZ), აგებულია Tier III დიზაინის მიხედვით და სერტიფიცირებულია უსაფრთხოების მართვის ISO/IEC 27001 და ISO/IEC 27017 საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაზე.

„ორივე მონაცემთა ცენტრი ოპერირებს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, თუმცა ისინი დაკავშირებული არიან 2 სხვადასხვა მარშრუტის მქონე ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხით, რაც შესაძლებლობას აძლევს ჩვენს დამკვეთებს ააგონ Disaster Recovery სისტემები და გახადონ თავიანთი სერვისები კიდევ უფრო მაღალმდგრადი“ - აცხადებს UGT-ის მონაცემთა ცენტრების ხელმძღვანელი - ალექსანდრე ჯახუა.

საწყის ეტაპზე ახალი მონაცემთა ცენტრიდან ხელმისაწვდომია UGT Cloud პლატფორმის შემდეგი სერვისები:

  • UGT VVC (VMware Verified Cloud) – Shared Service
  • UGT VVC (VMware Verified Cloud) – Private Clusters
  • Backup & Recovery Service for DC-2 Customers
  • DRaaS for VMware Workloads

ამას გარდა, კომპანიის კლიენტებისთვის DC-2-ში უკვე ხელმისაწვდომია კოლოკაციის სერვისი მაღალი ელექტრო ენერგიის მოხმარების შესაძლებლობით (რეკზე 10 kVA-მდე). თანდათან კი UGT Cloud პლატფორმის სხვა სერვისებიც დაემატება: UGT OPC (Open Public Cloud), UGT BMS (Bare Metal Service), UGT DaaS (Desktop as a Service) და სხვ.

UGT Cloud-ის შესახებ:

მაღალსაიმედო და მრავალფეროვანი ქლაუდ სერვისების პლატფორმა UGT Cloud წარმოადგენს საქართველოში მდებარე მონაცემთა ცენტრების ბაზაზე განთავსებულ ადგილობრივ ქლაუდ სერვისებს კორპორატიული ორგანიზაციებისთვის და სახელმწიფო სტრუქტურებისთვის.

UGT Cloud აგებულია მხოლოდ ლეგალური პროგრამული სისტემების გამოყენებით და სრულად ლიცენზირებულია. იგი წარმოადგენს Microsoft-ის და VMware-ის ოფიციალურ სერვის პროვაიდერს საქართველოში და დამკვეთების მომსახურებას სერვის პროვაიდერის სალიცენზიო შეთანხმებების გამოყენებით ახდენს.

UGT Cloud სერვისების გაყიდვებს ექსკლუზიურად აწარმოებს UGT Cloudforce, რომელიც UGT ჯგუფის შემადგენელი კომპანიაა და ფოკუსირებულია დამკვეთი ორგანიზაციების როგორც ლოკალური (UGT Cloud), ასევე გლობალური ქლაუდ სერვისებით (AWS, Wasabi) მომსახურებაზე.

(R)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო