საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა საერთაშორისო კონფერენციაში - „კიბერნეტიკისა და ინფორმატიკის პრობლემები - PCI 2023“, მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორმა, ზაზა ცირამუამ საერთაშორისო კონფერენციაში - „კიბერნეტიკისა და ინფორმატიკის პრობლემები (PCI 2023)“ მონაწილეობა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, კონფერენცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაქოში გაიმართა და მასში მსოფლიოს 313 ქვეყნის უნივერსიტეტების აკადემიურმა პერსონალმა მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციაზე, „ინტელექტუალური სისტემების“ სექციაში, პირველ მომხსენებლად დამსწრე საზოგადოების წინაშე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ზაზა ცირამუა წარსდგა.

ზაზა ცირამუას განცხადებით, მოხსენებამ - „პროგნოზირების ჰიბრიდული მეთოდი ექსპერტებისა და სისტემების გამოყენებით“, დიდ ინტერესი გამოიწვია და საერთაშორისო კონფერენციის PCI 2023-ის ორგანიზატორების მიერ სექციის სამ საუკეთესო მოხსენებათა შორის დასახელდა.

„მოხსენების ავტორები ჩემთან ერთად არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები - ზურაბ გასიტაშვილი, მერაბ ფხოველიშვილი, ასევე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნათელა არჩვაძე და აზერბაიჯანელი მეცნიერი ვუგარ ალიევი. მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია. განხილული იქნა პროგნოზირების ჰიბრიდული მოდელი, რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში თავდაპირველად განიხილავს პროგნოზირების „აუცილებელ“ და „საკმარის“ მოდელებს, შემდეგ ხდება მოდელების საუკეთესო წყვილებისა ან სამეულების არჩევა, ექსპერტების ჩართულობით. პროგნოზის შედეგი კი არის ექსპერტისა და მოდელის პროგნოზების თანაკვეთის საუკეთესო წყვილი. წარმოდგენილი ალგორითმების საილუსტრაციოდ განხილული იქნა კონკრეტული მაგალითი,“ - განაცხადა პროფესორმა, ზაზა ცირამუამ.

სტუ-ის ინფორმაციით, კონფერენციაზე წარდგენილი თემები უკვე დაიბეჭდა პრეპრინტებში, შემდეგ ეტაპზე კი ნაშრომებს მიენიჭება DOI. ასევე, ნაშრომს დაბეჭდავს გამოცემა „შპიგელი“ და Web of Sciences-ს მონაცემთა ბაზაში განთავსდება. მოხსენება რეკომენდირებულია გამოქვეყნებისთვის 4 მაღალ რეიტინგულ ჟურნალში, როგორიცაა „წმინდა და გამოყენებითი მათემატიკის ჟურნალი (TWMS)“, გამოყენებითი და გამოთვლითი მათემატიკა, ინფორმატიკისა და მართვის პრობლემები, მაღალი სიხშირის საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ჟურნალი (Blue Martin Press, აშშ).

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა საერთაშორისო კონფერენციაში - „კიბერნეტიკისა და ინფორმატიკის პრობლემები - PCI 2023“, მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორმა, ზაზა ცირამუამ საერთაშორისო კონფერენციაში - „კიბერნეტიკისა და ინფორმატიკის პრობლემები (PCI 2023)“ მონაწილეობა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, კონფერენცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაქოში გაიმართა და მასში მსოფლიოს 313 ქვეყნის უნივერსიტეტების აკადემიურმა პერსონალმა მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციაზე, „ინტელექტუალური სისტემების“ სექციაში, პირველ მომხსენებლად დამსწრე საზოგადოების წინაშე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ზაზა ცირამუა წარსდგა.

ზაზა ცირამუას განცხადებით, მოხსენებამ - „პროგნოზირების ჰიბრიდული მეთოდი ექსპერტებისა და სისტემების გამოყენებით“, დიდ ინტერესი გამოიწვია და საერთაშორისო კონფერენციის PCI 2023-ის ორგანიზატორების მიერ სექციის სამ საუკეთესო მოხსენებათა შორის დასახელდა.

„მოხსენების ავტორები ჩემთან ერთად არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები - ზურაბ გასიტაშვილი, მერაბ ფხოველიშვილი, ასევე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნათელა არჩვაძე და აზერბაიჯანელი მეცნიერი ვუგარ ალიევი. მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია. განხილული იქნა პროგნოზირების ჰიბრიდული მოდელი, რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში თავდაპირველად განიხილავს პროგნოზირების „აუცილებელ“ და „საკმარის“ მოდელებს, შემდეგ ხდება მოდელების საუკეთესო წყვილებისა ან სამეულების არჩევა, ექსპერტების ჩართულობით. პროგნოზის შედეგი კი არის ექსპერტისა და მოდელის პროგნოზების თანაკვეთის საუკეთესო წყვილი. წარმოდგენილი ალგორითმების საილუსტრაციოდ განხილული იქნა კონკრეტული მაგალითი,“ - განაცხადა პროფესორმა, ზაზა ცირამუამ.

სტუ-ის ინფორმაციით, კონფერენციაზე წარდგენილი თემები უკვე დაიბეჭდა პრეპრინტებში, შემდეგ ეტაპზე კი ნაშრომებს მიენიჭება DOI. ასევე, ნაშრომს დაბეჭდავს გამოცემა „შპიგელი“ და Web of Sciences-ს მონაცემთა ბაზაში განთავსდება. მოხსენება რეკომენდირებულია გამოქვეყნებისთვის 4 მაღალ რეიტინგულ ჟურნალში, როგორიცაა „წმინდა და გამოყენებითი მათემატიკის ჟურნალი (TWMS)“, გამოყენებითი და გამოთვლითი მათემატიკა, ინფორმატიკისა და მართვის პრობლემები, მაღალი სიხშირის საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ჟურნალი (Blue Martin Press, აშშ).

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის