სერგეი ლავროვი - ღაზაში შექმნილი კრიზისი შესაძლოა, რეგიონულ კონფლიქტში გადაიზარდოს

ღაზაში შექმნილი კრიზისი შესაძლოა, რეგიონულ კონფლიქტში გადაიზარდოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ფხენიანში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ვაკვირდებით მცდელობებს, რომ ყველაფერი ირანს დააბრალონ, რაც საკმაოდ პროვოკაციულად მიგვაჩნია. მე მჯერა, რომ ირანის ხელმძღვანელობა საკმაოდ პასუხისმგებლიან, დაბალანსებულ პოზიციას იკავებს და ცდილობს არ დაუშვას კონფლიქტის რეგიონში გავრცელება“, - აღნიშნა ლავროვმა.

პრესკონფერენციაზე ლავროვმა კომენტარი გააკეთა თურქეთის ინიციატივის შესახებ, კრიზისის მშვიდობიანად გადასაწყვეტად გარანტორი სახელმწიფოების სისტემა შექმნას და აღნიშნა, რომ რუსეთი მზადაა თურქეთთან ითანამშრომლოს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება