საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადა 19 წლისაა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადა 19 წლისაა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირად შემადგენლობას ბრიგადის დაარსების დღე თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ მიულოცა.

ინფორმაციის თანახმად, სტუმრებმა და ბრიგადის ხელმძღვანელმა პირებმა ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

„ღონისძიების ფარგლებში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის სამხედრო მოსამსახურეები საშტატო იარაღით დაჯილდოვდნენ. სამხედროებს უწყებრივი მედლები - „გენერალი კვინიტაძე", „უმწიკვლო სამსახურისთვის“, „გიორგი ანწუხელიძე", „გენერალი მაზნიაშვილი", „სამშობლოსათვის თავდადებული“ და „საბრძოლო იარისთვის“ გადაეცათ. გაიმართა სპორტული შეჯიბრიც, სადაც გამარჯვებულ ქვედანაყოფს ბრიგადის გარდამავალი თასი, მედლები და სერტიფიკატები გადაეცა.

ბრიგადის იუბილესთან დაკავშირებით, სამხედროების ოჯახის წევრებისა და ვაზიანის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის „ღია კარის დღეც“ მოეწყო. მათ დაათვალიერეს ბრიგადის ტექნიკა და აღჭურვილობა. ღონისძიება გმირთა ხეივანში ხეების დარგვით დასრულდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის