ისრაელის თავდაცვის ძალები - ღაზაში ასობით ობიექტს დავარტყით, ლიკვიდირებულია შეიარაღებული დაჯგუფების მეთაური

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ასობით ობიექტს დაარტყეს.

თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ მათი სამიზნე „ჰამასის“ ინფრასტრუქტურაა და ბოლო დღე-ღამის განმავლობაში განადგურებულ ობიექტებს შორის არიან ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გაშვების ადგილები, გვირაბები და შტაბ-ბინები.

ისრაელის თავდაცვის ძალებში ასევე აცხადებენ, რომ „სახალხო წინააღმდეგობის კომიტეტების“ სამხედრო ფრთის ხელმძღვანელის, რაფატ აბუ ჰილალის ლიკვიდაცია განხორციელდა. აღნიშნული ორგანიზაცია სიდიდით მესამე შეიარაღებული დაჯგუფებაა ღაზაში „ჰამასისს“ და პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ შემდეგ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!