გოგიტა თოდრაძე ევროპის სტატისტიკის სამსახურების დირექტორთა კონფერენციაში მონაწილეობს

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი, გოგიტა თოდრაძე ევროსტატის (EUROSTAT) და ირლანდიის სტატისტიკის სამსახურის მიერ ორგანიზებულ სტატისტიკის სამსახურების დირექტორთა წლიურ კონფერენციაში (DGINS) მონაწილეობს.

საქსტატის ცნობით, ღონისძიება 18-19 ოქტომბერს ქ. კორკში (ირლანდია) იმართება.

„აღნიშნული პლატფორმა ჩამოყალიბდა 1953 წელს, ქალაქ ლუქსემბურგში. მას შემდეგ, კონფერენცია ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობას იღებენ ევროპის ქვეყნების სტატისტიკის სამსახურების ხელმძღვანელები, ასევე ევროსტატის, ევროკომისიის, ევროპის ცენტრალური ბანკის, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიისა (UNECE) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები.

საქართველო აღნიშნულ კონფერენციაში უკვე მეორე წელია მონაწილეობს, მოლდოვის და უკრაინის სტატისტიკის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად.

კონფერენციას ყოველწლიურად მასპინძლობს ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანა და წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას სტატისტიკის სფეროში სტრატეგიული მიმართულებებისა და მიმდინარე მოვლენების განსახილველად.

მიმდინარე კონფერენციის თემაა „ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისას არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები, კლიმატის ცვლილებისა და ენერგეტიკული კრიზისის კონტექსტში“. კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს აღნიშნული მიმართულებით აქტიურ დიალოგსა და თანამშრომლობას.

კონფერენციაზე განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და ახალი წყაროების იდენტიფიცირება ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში, რაც მნიშვნელოვანია მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მისაღებად. მონაწილეები იმსჯელებენ ასევე ინოვაციების დანერგვის ხელშემწყობ ფაქტორებზე.

კონფერენციაზე მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი ქვეყნის გამოცდილება, გააცნონ გეგმები და სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით მიღწეული შედეგები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება